ბათუმში "მეტრო სითისთან" სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბათუმში კომპანია „მეტრო სითიში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

კომპლექსთან არსებული სავაჭრო ცენტრ “ეუფორიას” თანამშრომლები შენობის გარეთ გამოვიდნენ.

სავაჭრო ცენტის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა შენობის დატოვება სთხოვეს. ისინი სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

„მეტრო სითის“ დირექტორი რაულ კახაძე, გავრცელებულ ინფორმაციას თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის დაკავების თაობაზე არ ადასტურებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შენობაში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, თუმცა კონკრეტულ განცხადებას კომპანია მოგვიანებით გააკეთებს.

“დაკავების ფაქტს არ ვადასტურებთ, ვერკვევით სიტუაციაში. დეტალები არ ვიცით”, - აღნიშნა რაულ კახაძემ.

სავაჭრო ცენტრ „ეუფორიას“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს მხარდაჭერას უცხადებენ და სოლიდარობის მიზნით სავაჭრო ცენტრის შენობასთან იკრიბებიან.

“არ დავუშვებთ გალიფ ოზთურქის დაკავებას, ის კარგი ხელმძღვანელი და კარი ადამიანია” , - აღნიშნეს თანამშრომლებმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“