ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ხიდისთავში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში შიდა გზების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის ერთ მონაკვეთზე ასფალტის საფარი უკვე დაიგო, მოწყობილია სანიაღვრე არხებიც. პროექტის მიხედვით, გზის საფარის მოწყობა-რეაბილიტაცია დაგეგმილია ორ მონაკვეთზე - სოფლის ცენტრალურ და სკოლამდე მისასვლელ გზაზე. ასფალტის საფარი 3 085 მეტრზე მოეწყობა.
ხელშეკრულების მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, დაგეგმილია მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და ბეტონის არხის მოწყობა.

























