გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე მიწის ნაკვეთები კოლიერსის ექსკლუზიური მანდატით გაიყიდება

სათხილამურო კურორტ გუდაურში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურისა და ქალაქთან სიახლოვის გამო, წლებია აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი კომპლექსების განაშენიანება, რასაც ბაზარი სათანადოდ პასუხობს და მიწოდებას საკმაოდ ეფექტურად ითვისებს. ათვისების შესაბამისია საცხოვრებელი ბინების ფასები და სტაბილურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული ფაქტორები დეველოპერებისთვის დამატებითი ინტერესის წყარო ხდება, თუმცა მათთვის პრიორიტეტი ენიჭება მიწების ისეთ კატეგორიას, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების გეგმაა დამტკიცებული და მზად არის დეველოპმენტისთვის.

ასეთი ტიპის მიწის ნაკვეთები ბაზარზე რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და კოლიერსის ექსკლუზიური მანდატით გაიყიდება. მიწის ნაკვეთები გუდაურის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და 5,364კვ.მ ფართობს მოიცავს. ფუნქციურად ნაკვეთები 2 ნაწილად დაიყოფა. ტერიტორიის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე მოხდება. არეალის ძირითადი ნაწილი დახურული ტიპის მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებს დაეთმობა, მცირე ნაწილზე კი შალეს ტიპის ვილები აშენდება.

ლოკაცია ვაკანტური ნაკვეთების კიდევ ერთი კონკურენტული უპირატესობაა. მიწები გუდაურის ცენტრალურ ნაწილში, მთავარი გზიდან მოკლე დისტანციაზეა. პირველ სასრიალო ტრასასთან სიახლოვე საბაგიროსთან მარტივ წვდომას ხდის შესაძლებელს. ტერიტორიის გარშემო გვხვდება სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების კლასტერი.

ვაკანტურ ნაკვეთებზე შეთავაზებების მიღება უკვე დაწყებულია, მოლაპარაკების პროცესს ექსკლუზიური მანდატით Colliers-ის საინვესტიციო მიმართულების საკონსულტაციო გუნდი წარმართავს.

Investin.ge | 032 2 220 322 | contact@investin.ge

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა