საქართველოში იურისტთა ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა LawPort - „ლოპორტი“ დღეიდან გაეშვება

დღეიდან მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს საქართველოში იურისტთა ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმით LawPort - „ლოპორტი“ (lawport.ge). „ლოპორტის“ მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს სამართლებრივი ამოცანის გადასაჭრელად შესაბამისი იურისტი საქართველოს ყველა რეგიონში დროის, ენერგიისა და ფინანსური რესურსის მინიმალური დანახარჯით.

„ლოპორტი“ პირველი ქართული ციფრული იურიდიული პროდუქტია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისა და იურისტის დაკავშირებას სწრაფად და მარტივად, სპეციალურად პლატფორმისთვის შექმნილი ალგორითმის მეშვეობით. პლატფორმაში ჩაშენებული ალგორითმი პირველ ეტაპზე შეარჩევს ლოპორტზე რეგისტრირებულ ყველა იურისტს, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის მიერ განთავსებული სამართლებრივი დავალების შესასრულებლად საჭირო სამ კრიტერიუმს: შესაბამისი ენის ცოდნას, დავალების შესრულებისთვის საჭირო ვიწრო სპეციალიზაციასა და ტერიტორიულ დაფარვას. შერჩეული იურისტები 24 საათის განმავლობაში გააკეთებენ საფასო შეთავაზებას კონკრეტული სამართლებრივი დავალების შესრულებასთან დაკავშირებით. 24 საათის ამოწურვის შემდეგ, პლატფორმა შეარჩევს საფასო შეთავაზების განმათავსებელ იურისტებს შორის სამ კანდიდატს, რომლებსაც პლატფორმაზე აქვთ ყველაზე მაღალი რეიტინგი და ოპტიმალური განფასება. შესაბამისად, მომხმარებელს თავად ექნება შესაძლობლობა კონკრეტული დავალების შესრულებისთვის სამ საუკეთესო კანდიდატს შორის აირჩიოს ერთი და მასთან დაიწყოს თანამშრომლობა.

გარდა ზემოთ დასახელებული იურისტის მოძიების ძირითადი რეჟიმისა, „ლოპორტი“ მომხმარებელს სთავაზობს ე.წ. SOS რეჟიმს, რაც გულისხმობს გადაუდებელი აუცილებლობისას მომხმარებლისთვის იურისტის მოძიებას 24 საათზე ადრე, მინიმალურ ვადაში.

პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს საქართველოდან და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. „ლოპორტი“ განსაკუთრებულ სამსახურს გაუწევს ემიგრანტებს საქართველოში სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში.

ამ ეტაპზე „ლოპორტზე“ 200-ზე მეტი იურისტია რეგისტრირებული. პლატფორმა იურისტებს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ დაკავებულობის ხარისხი და სამუშაოს მოცულობა, ასევე თავისუფლად შეარჩიონ სამუშაო ადგილი და დრო.

„ლოპორტი, ერთი მხრივ, დაეხმარება მომხმარებელს, აქამდე აპრობირებული მეთოდების: გაკითხვისა და ნაცნობების მეშვეობით იურისტის პოვნის ნაცვლად, სულ რაღაც რამდენიმე საათში დაუკავშირდეს ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერი წამყვანი ენისა და სპეციალიზაციის მფლობელ იურისტს. მეორე მხრივ, დაეხმარება იურისტებს, რათა ზედმეტი ძალისხმევისა და ხარჯების გარეშე, შეიძინონ კლიენტები და გასწიონ მომსახურება მათთვის მისაღებ ფასად, ამასთან, თავად არეგულირონ თავისი სამუშაო გრაფიკი და, თუნდაც, შეუთავსონ სხვა სამსახურს, სწავლას, ბავშვის აღზრდას თუ ცხოვრებისეულ ინტერესებს. ამდენად, „ლოპორტს“ განვიხილავთ, როგორც ორმხრივი სარგებლის მომტან პლატფორმას, რომელიც, ამავდროულად, იურიდიული პროფესიის განვითარებასაც უწყობს ხელს“ - აცხადებენ პლატფორმის შემქმნელები.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს