ალექსეი მალაშენკო - რუსეთში არსებობს განცდა, რომ საქმე იქნება კიდევ უფრო უარესად  და ეს განცდა აქვს ყველას - რამდენად გამართლებულია ამგვარი აღქმა,  წლის ბოლომდე გაირკვევა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების 100 დღის თავზე ფრონტის ხაზებზე მხარეებს შორის არსებულ ვითარებაზე, რუსეთის გეგმებზე, ომის დასრულების სავარაუდო ვადებზე, მიმდინარე პროცესებზე ერთი მხრივ დასავლეთის, ხოლო მეორე მხრივ რუსულ და უკრაინულ საზოგადოებებში არსებულ განწყობებზე, ინტერპრესნიუსი“ „ცივილიზაციათა დიალოგის“ ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევათა ხელმძღვანელს, ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. როგორ შეაფასებდით საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 100 დღის თავზე ომის მიმდინარეობას და იმ შედეგებს, რომელიც მხარეებს ამ დროისათვის აქვთ?

- ჩემი აზრით, თავიდან არსებული გეგმის მიხედვით რუსეთის ხელისუფლებაში იყო მოლოდინი, რომ ოპერაცია ბევრად სწრაფად დამთავრდებოდა. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი აზრი, ამის შესახებ ახლა საუბრობენ ხელისუფლების ოფიციალური არხები. როგორც ჩანს, რაღაც ისე არ წავიდა, თუ რატომ, ამაში გარკვევას ხელისუფლება შეეცდება როცა ყველაფერი დასრულდება.

ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. შესაძლოა, რუსული ჯარის გაცნობიერებული სიფრთხილე. თავიდან იყო საუბრები იმაზე, რომ მათ იერიში არ უნდა მიეტანათ სამშვიდობო ობიექტებზე. მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ არავინ ელოდა უკრაინული ძალების მხრიდან ისეთი წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც მათ ომის პირველ დღეებში და შემდეგაც გამოავლინეს.

ვფიქრობ, რომ რუსული ჯარი უკრაინული ჯარის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისათვის მზად არ იყო. ამის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ის, რომ ჩვენი პროპაგანდა საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინელები რუსულ ჯარს უკრაინული მწნილებითა და სალათებით დახვდებოდნენ. მაგრამ, ასე არ მოხდა.

ვფიქრობ, რომ რუსული ჯარი უკრაინული ჯარის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისათვის მზად არ იყო. ამის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ის, რომ ჩვენი პროპაგანდა საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინელები რუსულ ჯარს უკრაინული მწნილებითა და სალათებით დახვდებოდნენ. მაგრამ, ასე არ მოხდა

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება უკრაინაში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს სპეცოპერაციას ეძახის, ახლა ცხადად ჩანს, რომ უკრაინაში ომია. ომის დროს კი პროცესები ომის წესებით ვითარდება. ომი რომ აწარმოო, ომის წარმოება უნდა იცოდე და ომის წარმოების გამოცდილება უნდა გქონდეს. 24 თებერვალს დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა აჩვენა, რომ ორივე მხარე იძენს ომის წარმოების გამოცდილებას.

ახლა დაწყებულია საუბრები იმაზე, ეს ყველაფერი როდის დასრულდება. მაქვს განცდა, რომ თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში, არავინ იცის. არც დასავლეთში, არც უკრაინაში, არც რუსეთში და არც ნატოში არავინ იცის როდის დასრულდება ომი უკრაინაში.

მაქვს განცდა, რომ თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში, არავინ იცის. არც დასავლეთში, არც უკრაინაში, არც რუსეთში და არც ნატოში არავინ იცის როდის დასრულდება ომი უკრაინაში

რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. შესაძლოა, ასეც იყოს. მაგრამ, უკვე 100 დღეა მიმდინარეობს ომი და ეს ძალიან ბევრია. ვფიქრობ, რომ გრძელვადიან ომში მოსკოვი დაინტერესებული არ უნდა იყოს.

- ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მას სურდა „უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია.“ თავიდანვე მკაფიოდ ჩანდა, რომ ეს არარეალისტური გეგმა იყო.

ახლა ვიცით თუ როგორია კრემლის გეგმა. მოსკოვს უნდა სრული კონტროლის დამყარება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე. მაგრამ, აქაც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ პუტინს საყოველთაო მობილიზაცია არ გამოუცხადებია, რუსეთში ფარული მობილიზაცია მაინც ხორციელდება. ფაქტია, რომ ლუგანსკის ოლქში რუსი სამხედროების მიერ გამოყენებულ „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკას დიდი შედეგი არ აქვს.

ყველაფერი ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ეს, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება. საქმე ისაა, რომ არავინ იცის რა შეიძლება იყოს რუსეთისთვის გამარჯვება. თუ რუსეთს მხოლოდ დონბასზე უნდა კონტროლის დამყარება, ეს გასაგებია. მაგრამ, ამ ფონზე ვხედავთ ანალიტიკოსებისა და პროპაგანდისტების მსჯელობას ამ თემაზე და იმას, რომ მათი მოსაზრებები ამ საკითხში ერთმანეთს აშკარად არ ემთხვევა.

ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის მიზანი დონბასზე სრული კონტროლის დამყარებაა. ვხედავთ, რომ დონბასში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.

არ ვიცით ეს საომარი მოქმედებები რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ, ვხედავთ, რომ ხან ერთი და ხან მეორე მხარე საუბრობს თავის წარმატებებზე ბრძოლაში. ფაქტია, რომ დონბასის მიმართულებაზე რუსულ ჯარს გარკვეული შედეგები აქვს, მაგრამ, რა იქნება შემდეგ, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია.

პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ „ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.“ თუ პრეზიდენტს დავუჯერებ, რომ ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ახლა ყველაზე აქტუალური კითხვაა, ამ გეგმის მიხედვით, როდის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ოპერაცია დასრულებულია

- ამ თვალსაზრისით საინტერესოა კრემლის პროპაგანდისტების გზავნილები იმის თაობაზე, რომ რუსეთი ახლა ებრძვის არა უკრაინას, არამედ ნატოს, რომ ახლა რუსეთი იძულებულია იბრძოლოს დასავლეთისა და ნატოს ქვეყნების დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციისთვის.

ეს გეგმაც რომ არარეალისტურად გამოიყურება, აშკარაა, მაგრამ გაუგებარია რაში აწყობს რუსეთს დასავლეთთან და ნატოსთან ასეთი დაპირისპირება?

- ისეთ კითხვას სვამთ, რომ მათზე პასუხი არა მგონია ახლა ვინმემ იცოდეს. მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ბოლო ხანებში გამოჩნდა, რომ დასავლეთიც არაა აღფრთოვანებული იმით, რაც ახლა ერთი მხრივ დასავლეთ-რუსეთს შორის ხდება, ხოლო მეორე მხრივ არც უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებით. ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთი უკრაინის საკითხში რუსეთთან მიმართებაში დათმობებზე წავა, მაგრამ, ვხედავთ, რომ დაწყებულია საუბრები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

მეჩვენება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობის მიუხედავად მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები კომპრომისების მოსაძებნად. მაგრამ, ჯერ არავინ იცის, ეს ომი, თუნდაც, გეოგრაფიულად სად და როდის დასრულდება.

ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრებები ისმის. მხედველობაში მაქვს, რომ რუსეთი ხერსონის ოლქს დაიკავებს, სხვები ამბობენ, რომ რუსეთს მხოლოდ დონბასი უნდა. ამ თემაზე მე არ მომისმენია ხელისუფლების კონკრეტული განცხადებები.

პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ „ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.“ თუ პრეზიდენტს დავუჯერებ, რომ ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ახლა ყველაზე აქტუალური კითხვაა, ამ გეგმის მიხედვით, როდის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ოპერაცია დასრულებულია.

რუსეთში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთი კაცის მიერ მიღება რუსული ტრადიცია და რუსული პოლიტიკური კულტურის ნაწილია

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება 24 თებერვალს დაწყებულ ამბავს სპეცოპერაციას ეძახის, კრემლის პროპაგანდისტები აღარ ერიდებიან იმის თქმას, რომ ახლა უკრაინაში ომი მიმდინარეობს.

- მართალს ბრძანებთ, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით დასავლეთში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ, ძნელი წარმოსადგენია, რომ დასავლეთი დათანხმდეს იმას, რომ სუვერენული ქვეყნის, ამ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიის ნაწილები რუსეთმა ძალის გამოყენებით მიითვისოს.

თუ საერთაშორისო ურთიერთობებში აღიარებული პრინციპების დარღვევა რუსეთისთვის გახლდა შესაძლებელი, ამას სხვაც მოინდომებს...

- ეს ის თემაა, რომელზეც არც მე შემიძლია თქმა და არც თქვენ რა დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბევრი კონფლიქტური ზონები არსებობს, ისიც ცხადია, რომ ასევე არსებობს პარალელური ლოგიკები. ამიტომ, ამ თემაზე მკაფიო პასუხის გაცემა რთულია. ჩვენ ამ თემაზე არავისგან არაფერი არ გვესმის.

დღეს ჩვენ გვესმის მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის განცხადება - „ოპერაცია მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად“. უკრაინაში დაწყებულ ომზე ჯერ ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ოპერაცია სამ დღეში დასრულდებოდა, მერე გვითხრეს, რომ ყველაფერი 9 მაისისთვის დამთავრდებოდა. ახლა ამბობენ, რომ ომი შესაძლოა წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ასე ვინმე კი არა, სამხედროები საუბრობენ. ალბათ მათ უკეთ იციან რას ამბობენ. სხვები კიდევ სხვა თარიღებს ასახელებენ ომის დასრულების.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა რას ამბობს გირკინი. იმ გირკინზე გეუბნებით, ვის სახელსაც უკავშირდება დონბასში ოფიციალური კიევის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყება. მისი საუბრიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ საერთოდ გაუგებარია რა ხდება.

- ბოლოს გირკინისგან ის მოვისმინეთ, რომ დონბასში რუსულ ჯარს უჭირს, მაგრამ, მან ასევე თქვა, რომ არ შეიძლება რუსეთმა ეს ომი წააგოს, რადგან თუ ასე მოხდა, ეს რუსეთისთვის სრული კატასტროფა იქნება...

- საქმე იმაშია, რომ ყველა ძალიან ლამაზად ლაპარაკობს. ეს ნატოელ გენერლებსაც ეხებათ. იქაც გენერლები სხვადასხვა რამეს ამბობენ, მაგრამ, ფაქტია, რომ 24 თებერვლამდე, ანუ ომის დაწყებამდე და მას შემდეგ აშკარად მოულოდნელი სიტუაცია ჩამოყალიბდა.

ომამდეც და მას შემდეგაც არავის არ მოუვიდოდა აზრად, რომ ომი დაიწყებოდა. სხვათა შორის, არც კრემლის პროპაგანდისტებს და არც არც დუმის დეპუტატებს. ჩვენ არაპროგნოზირებად დროში გვიწევს ცხოვრება.

- ბევრი კი უარყოფს, მაგრამ, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ომისა და დასავლეთთან დაპირისპირებისთვის წლების მანძილზე ემზადებოდა.

ამის ადასტურებს ის, რომ უცნაური ფორმით და დაჩქარებული წესით განხორციელდა რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილები, რომლითაც პუტინს ქვეყნის პრეზიდენტად ყოფნა 2036 წლამდე შეუძლია.

მანამდე კრემლი ახდენდა ქვეყნის რესურსების მობილიზებას, საგარეო ვალის გასტუმრებას, ასევე კეთილდღეობის ფონდის შევსებას. და ეს ყველაფერი მოხდა იმ კრიტიკული ვითარების შექმნამდე, რაც 24 თებერვალს მის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას მოჰყვა. კრემლი ფინანსური რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით ომის დაწყებას საკმაოდ მომზადებული შეხვდა.

პუტინმა შექმნა წინაპირობა იმისა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაში დიდხანს აწარმოოს ომი. გასაგებია, რომ რუსეთში გადაწყვეტილებებს ერთი კაცი, პრეზიდენტი იღებს...

- რუსეთში გადაწყვეტილებების ერთი კაცის მიერ მიღება, ეს რუსული პოლიტიკური კულტურის ნაწილია. ასე იყო 1917 წლამდე, ასე იყო მთელი საბჭოთა პერიოდი და ახლაც ასეა. ამის მაგალითები რუსეთის ისტორიაში საკმაოზე ბევრია, დაწყებული ხურშოვის ყამირის ათვისების ახირებიდან, დამთავრებული იმით, თუ როგორ და ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს მეორე მსოფლიო ომის დროს. ახალი და მოულოდნელი არაფერი მომხდარა.

თუ პუტინი უკრაინასთან და დასავლეთთან ომისთვის ემზადებოდა, ჩემი აზრით იგი არასაკმარისად მოემზადა. ვფიქრობ, ის დღეს ამას თავადაც კარგად ხვდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის გაუგებარია რომელ დასავლეთთან დაპირისპირებაზეა საუბარი, რადგან მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთის ეკონომიკის წილი მხოლოდ 2% შეადგენს

სხვა საკითხია, თუ ომისთვის მომზადება იყოს საჭირო, ალბათ უკეთესი იქნებოდა თუ მეტი კვალიფიციური ხალხის აზრი იქნებოდა გათვალისწინებული. მაგრამ, ვიმეორებ, რუსეთში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთი კაცის მიერ მიღება რუსული ტრადიცია და რუსული პოლიტიკური კულტურის ნაწილია.

- თუ პუტინი ომისთვის ემზადებოდა, ის არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ დასავლეთთან ომისთვის ემზადებოდა. ახლა რუსეთს ყველაზე მეტად აწუხებს მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საბჭოთა ეკონომიკისგან განსხვავებით, 24 თებერვალს დაწყებულ ომამდე რუსეთი საკმაოდ ინტეგრირებული იყო მსოფლიო ეკონომიკაში.

დასავლეთის მიმართ რუსულ პრეტენზიებზე პუტინმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ომის დაწყებამდე ბევრი კი ისაუბრეს, მაგრამ ფაქტი გახლდათ ის, რომ ნატო რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა.

ვითარებაში, როცა რუსეთს მსოფლიო კაპიტალთან, მსოფლიოს ბაზრებთან და რესურსებთან საკმაოდ დიდი და კარგი წვდომა ჰქონდა, გაუგებარია რატომ გადადგა რუსეთმა ომის დაწყების სასარგებლოდ ნაბიჯი...

- თუ პუტინი უკრაინასთან და დასავლეთთან ომისთვის ემზადებოდა, ჩემი აზრით იგი არასაკმარისად მოემზადა. ვფიქრობ, ის დღეს ამას თავადაც კარგად ხვდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის გაუგებარია რომელ დასავლეთთან დაპირისპირებაზეა საუბარი, რადგან მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთის ეკონომიკის წილი მხოლოდ 2% შეადგენს.

ვინც უკრაინაში პუტინის მიერ ომის დაწყებას ამართლებს, მათაც არ ეტყობათ სიმტკიცე იმაში, რომ რასაც ამბობენ თავად სჯერათ. არც მათ იციან მკაფიოდ და დანამდვილებით არა მარტო ის, თუ რა ხდება, არამედ, რა მოხდება

ასე ომამდე იყო, ახლა ალბათ კიდევ უფრო ნაკლები იქნება. დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით რუსეთის რესურსები შეუდარებლად მცირეა.

ახლა თუ თვალს მივადევნებთ თუნდაც იმათ საუბრებს, ვინც უკრაინაში პუტინის მიერ ომის დაწყებას ამართლებს, მათაც არ ეტყობათ სიმტკიცე იმაში, რომ რასაც ამბობენ თავად სჯერათ. არც მათ იციან მკაფიოდ და დანამდვილებით არა მარტო ის, თუ რა ხდება, არამედ, რა მოხდება.

რას იზამ, ასე განვითარდა პროცესები ჩვენს ცხოვრებაში.

- ვითარებაში, როცა აშშ უკრაინას ლენდ-ლიზით თანამედროვე იარაღს აწვდის, კიევში ამერიკელებისგან არა ლენდ-ლიზით, ელოდებიან ზალპური ცეცხლის რაკეტებს, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასეთ ვითარებაში თქვენი აზრით რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ?

- ჩემი ინფორმაციით ამერიკელები უკრაინას ზალპური ცეცხლის რაკეტებს უკვე აღარ აძლევენ.

- რა გაძლევთ საშუალებას იყოთ დარწმუნებული, რომ ამერიკელები უკრაინას ზალპურ ცეცხლის რაკეტებს არ მისცემენ?

- ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რაკეტების მიცემა აშშ-სთვის არ იქნება სარგებლის მომტანი, რადგან ეს მათთვის საფრთხის შემცველიც იქნება. რუსეთის მხრიდან შესაძლოა იყოს მიღებული გარკვეული კონკრეტული საპასუხო ზომები. რატომაც არა?

ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რაკეტების მიცემა აშშ-სთვის არ იქნება სარგებლის მომტანი, რადგან ეს მათთვის საფრთხის შემცველიც იქნება. რუსეთის მხრიდან შესაძლოა იყოს მიღებული გარკვეული კონკრეტული საპასუხო ზომები. რატომაც არა?

ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს რა მოხდება თუ ამერიკული ზალპური ცეცხლის რაკეტები როსტოვამდე ჩაფრინდებიან. მესმის, რომ ახლა ამ თემაზე საუბარი ყავაზე მკითხაობის ტოლფასია, მაგრამ არის რაღაცები, რომელიც ჩვენ არ ვიცით. მეტი, შესაძლოა, არც არავინ იცოდეს.

- გასაგებია, რომ რუსეთში გადაწყვეტილების მიმღები პირები ანგარიშვალდებული არ არიან საზოგადოების წინაშე, მაგრამ, ამბობენ, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რუსულ საზოგადოებაში სერიოზული ცვლილებები ხდება.

თქვენი დაკვირვებით ომის დაწყების 100 დღის შემდეგ სავარაუდოდ, როგორია რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულება იმ ომისადმი, რომელიც პუტინის გადაწყვეტილებით 24 თებერვალს დაიწყო?

- ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ მასზე რომ გაიცეს პასუხი, საზოგადოებასთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა ყველგან, მათ შორის მაღაზიაში. სხვათა შორის, დროგამოშვებით მე ამას ვაკეთებ.

გამიჭირდება პროცენტებზე საუბარი, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით ომის მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა მგონია, რომ ახლა ნახევარი-ნახევარზეა. ნაწილს ესმის რაც ხდება. ნაწილი მოუწოდებს ხელისუფლებას ბოლომდე იბრძოლოს, მაგრამ ეს ბოლომდე ბრძოლაც რას ნიშნავს, ხელისუფლების არ იყოს, არც მათ იციან.

ომის მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა მგონია რომ ახლა ნახევარი-ნახევარზეა. ნაწილს ესმის რაც ხდება. ნაწილი მოუწოდებს ხელისუფლებას ბოლომდე იბრძოლოს, მაგრამ ეს ბოლომდე ბრძოლაც რას ნიშნავს, ხელისუფლების არ იყოს, არც მათ იციან

სოციოლოგიური კვლევების არ მჯერა. ითვლებოდა ტრადიციულად, რომ ხელისუფლების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მოსახლეობის 20%-ს ჰქონდა. მაგრამ, შემდეგ როგორია ეს სურათი რეგიონების მიხედვით მიჭირს თქმა.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მაინც ვიტყვი - პრობლემა მხოლოდ იმაში კი არაა, თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, არამედ იმაშია, რომ რუსეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში არსებობს უკრაინის, როგორც სახელმწიფოსა და უკრაინელებში უკრაინული იდენტობის განადგურების სურვილი.

მეტიც, ისინი ამართლებენ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ბარბაროსულ დაბომბვებს...

- მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ, იცით რომ მათ შესაძლოა არც კი იცოდნენ, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს ბომბავს. ისინი ხომ ინტერნეტიდან არ იღებენ ინფორმაციას.

გთავაზობთ გამოიჩინოთ მოთმინება და რუსეთის არხებს 2-3 დღე მიადევნოთ თვალი.

- სამწუხაროდ, მიწევს ამის კეთება, მაგრამ 15-20 წუთზე მეტ ხანს ვერ ვუყურებ, ეს ჩემს ძალებს აღემატება...,

- მაშინ, 2 დღე მაინც მიადევნეთ თვალი ნახევარ-ნახევარი დღე. მე არ ვხუმრობ. ზომბირებულ ადამიანებს კი არა, ვისაც მეც ნაკლებად მეტი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია, ჩვენც გვიჭირს თქმა რა და როგორ ხდება, და რაც მთავარია, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი.

მაგრამ, განცდა, რომ საქმე იქნება კიდევ უფრო უარესად, რუსეთში არსებობს და ეს განცდა აქვს ყველას. რამდენად გამართლებულია ამგვარი აღქმა, საუბარი ჭირს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე რაღაც მაინც გაირკვევა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო