რეზო ხარაზი - გალიფ ოზთურქი „ქართულ ოცნებასთან” იყო კავშირში

თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის დაკავების ფაქტს ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამოეხმაურნენ. როგორც ბათუმის საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა აღნიშნა, გალიფ ოზთურქი „ქართულ ოცნებასთან” იყო კავშირში.

„ყველამ კარგად იცის, რომ გალიფ ოზთურქი პირდაპირ კავშირშია „ქართულ ოცნებასთან” და ასევე, ბიძინა ივანიშვილთან. გალიფ ოზთურქი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი იყო. იგი პირდაპირ იყო ჩართული ირაკლი ღარიბაშვილის პიარკამპანიებში, აფინანსებდა „ქართულ ოცნებას”, მას წლების განმავლობაში გახსნილი ჰქონდა გზა, რომ „შავი ფული“ ეკეთებინა. იგი ქოლცენტრებთან მიმართებაში და უკანონო მშენებლობებთან მიმართებაში ხელშეუხებელი იყო. დღეს ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ საფრთხე ემუქრება, ისინი გაიშიფრნენ და მთელმა მსოფლიომ იცის, ქვეყანას რუსი ოლიგარქი მართავს და „შავ ფულს“ აკეთებს, ჩვენს ხარჯზე“, - აცხადებს რეზო ხარაზი.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გალიფ ოზთურქის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-თან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

„გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა