რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინისთვის იარაღის მიწოდება რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს ზრდის

რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემების და საბრძოლო მასალა მიაწოდოს, მოსკოვსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს გაზრდის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, მოსკოვი აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც M142 ტიპის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემასაც (HIMARS) მოიცავს - "უკიდურესად უარყოფითად" განიხილავს.

„უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერი მიწოდება, როგორი არგუმენტებიც არ უნდა დაასახელოს ვაშინგტონმა, ზრდის რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების 700 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის ფარგლებში საშუალო რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს