ანი წითლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ სენაკის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ვახო წურწუმია უკვე რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანი წითლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ სენაკის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ვახო წურწუმია უკვე რამდენიმე დღეა დაიკარგა და ამ დრომდე არ გამოჩენილა. როგორც ანი წითლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გაუჩინარების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ფაქტი შესაძლოა, უკავშირდებოდეს სენაკის საკრებულოში შექმნილ ვითარებას, სადაც ოპოზიცია უმრავლესობას კარგავს.

ანი წითლიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ვახო წურწუმიაზე სუს-მა ზეწოლა მოახდინა, რის გამოც ის რამდენიმე დღეა არ ჩანს. ამასთან, დეპუტატი ვარაუდობს, რომ წურწუმიას მოსყიდვის მიზნით გარკვეული რაოდენობის თანხაც შესთავაზეს.

„ვახო წურწუმია, ფაქტობრივად, გაიტაცეს. მიზეზი არის შემდეგი - „ქართული ოცნება“ 6 თვე სენაკში ბოიკოტის რეჟიმში იყო, გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ წევრის უფლებამოსილებას არ ცნობდა. შესაბამისად, იმისთვის, რომ საკრებულოში ისევ ოპოზიცია ყოფილიყო უმრავლესობაში, უნდა შემოსულიყო ოპოზიციის ახალი წევრი. ამ დროს კი, სხდომას „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი გამოუცხადა, არ ესწრებოდა სხდომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თვითონ საკრებულო არ ცნობს უფლებამოსილებას, მაშინ ის 6 თვის შემდეგ იშლება. 6 თვის ვადა კი, 3 ივნისს გადიოდა. შესაბამისად, იქმნებოდა სამართლებრივი ბერკეტი იმისა, რომ საკრებულო დაეშალათ.

სენაკის საკრებულოში სხდომა 31 მაისს უნდა გამართულიყო. წინა ღამით კი ვახო წურწუმია მეგობრებმა სახლში დატოვეს, ამის შემდეგ კი, ადამიანი არ ჩანს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არ იციან, სად არის. ჩვენი ინფორმაციით, კი ვახო წურწუმიასთან კომუნიკაცია ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებს, ემუქრებოდნენ შვილებით. მას შემდეგ, რაც მასზე მუქარამ არ გაჭრა, საქმეში ჩაერთო ორი ადამიანი, კერძოდ კი, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი გია ადამია, რომელიც ამავდროულად ბიზნესსაქმიანობას ეწევა და კახა ივანიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ჩემი ინფორმაციით, ამ ორმა პირმა ვახო წურწუმიას 100 000 აშშ დოლარი შესთავაზა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანს რა შეემთხვა, მოისყიდეს, შეაშინეს თუ არა ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ ადამიანი დაიკარგა. ამის მერე მან ელექტრონულად გამოგზავნა ცნობა საკრებულოში უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ისე, რომ საკრებულოში არც მოსულა. დიდი ალბათობით საქმე გვაქვს მოსყიდვასთან. სხვა წინა შემთხვევებში, ვინც ჩვენი წევრები გადაიბირეს, ასე იკარგებოდნენ“, - განაცხადა ანი წითლიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს