შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველამ იცის, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელმა კლება დაიწყო და ის რადიკალურად არის შემცირებული

ყველამ იცის, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელმა დაიწყო კლება და ის რადიკალურად არის შემცირებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 2012 წლამდე სიღარიბის მაჩვენებლის მატება იყო.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 19.5%-მდე იყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაახლოებით 30%-ს შეადგენდა.

ამასთან, პაპუაშვილმა მთავრობის პროგრამის შესრულების ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც ვსაუბრობთ მთავრობის პროგრამის შესრულების ანგარიშზე, ის ეხება იმ მიზნებს, რომელიც ჰქონდა დასახული მთავრობას თავის პროგრამაში - თუ რამდენად არის მიღწეული და ამ მიზნების მიღწევის რა ეტაპზე ვიმყოფებით. თავისთავად, პირველ რიგში საუბარია იმაზე, თუ რა შედეგები გვაქვს. ამასთან დაკავშირებით იქნება მოსმენა და ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა კრიტიკული მოსაზრებები დააფიქსიროს“ , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ