გმირებმა ტელევიზორიდან, ბავშვებს სიურპრიზი მოუწყეს

"დიჯიტალ ტვ", ტელევიზორიდან გადმოსულ გმირებთან ერთად, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრა და მათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
პატარებმა საჩუქრად საჭირო ნივთები და ახალი მეგობრები მიიღეს. სახლში ნამდვილი მხიარულება მოეწყო.
"დიჯიტალ ტვ"-იმ ბავშვებს იმ ტელეარხების გმირები მიუყვანა, რომლებსაც მისი პატარა აბონენტები შეუფერხებლად უყურებენ.
„ბავშვებმა არ უნდა მოიწყინონ და ბედნიერებისთვის უფროსებმა ბევრი მიზეზი უნდა მივცეთ. ამ სიხარულთან ერთად, საჭიროა განვითარების სწორი გზის შერჩევაც, პატარა ასაკიდან. აუცილებელია მათ განვითარებაზე მორგებული სატელევიზიო პროგრამები. ჩვენ, ჩვენი პატარა აბონენტებისთვის გვაქვს მრავალფეროვანი საბავშვო ტელეარხები. ვფიქრობთ, რომ სწორად განსაზღვრული დროით, ტელევიზორთან გატარებული დრო მნიშვნელოვანია“, - ამბობენ "დიჯიტალ ტვ"-ში.
"დიჯიტალ ტვ"-ის საბავშვო არხების ყურება დღეიდან უკვე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსაც შეუძლიათ.
(R)

























