გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გორში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას­ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, თეატრის სკვერში, სააღმზრდელო დაწესებულებებისა და სკოლების მიერ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დაათვალიერეს.

გორის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სკვერში, დილიდან პატარებს და არა მარტო პატარებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს, მოეხატათ სახე და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გადაეღოთ ფოტოები.

ამასთან, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღია კარის დღე იყო გამოცხადებული ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საბრძოლო დიდების მუზეუმში. გარდა ამისა, საბრძლო დიდების მუზეუმი მასპინძლობდა მოსწავლეთა ნახატების გამოფენასაც.

ღონისძიებები გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გორში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას­ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, თეატრის სკვერში, სააღმზრდელო დაწესებულებებისა და სკოლების მიერ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დაათვალიერეს.

გორის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სკვერში, დილიდან პატარებს და არა მარტო პატარებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს, მოეხატათ სახე და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გადაეღოთ ფოტოები.

ამასთან, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღია კარის დღე იყო გამოცხადებული ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საბრძოლო დიდების მუზეუმში. გარდა ამისა, საბრძლო დიდების მუზეუმი მასპინძლობდა მოსწავლეთა ნახატების გამოფენასაც.

ღონისძიებები გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო