„მართე შენი მუნიციპალიტეტი“- მოსწავლეებმა ერთი სამუშაო დღე მერიაში გაატარეს

„მართე შენი მუნიციპალიტეტი“- მოსწავლეებმა ერთი სამუშაო დღე მერიაში გაატარეს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პროექტის „მართე შენი მუნიციპალიტეტის“ მონაწილეებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და თითოეულ მათგანს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი და წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, უფროსკლასელმა მოსწავლეებმა ერთი სამუშაო დღე გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებთან ერთად გაატარეს. აქტივობაში 12 მოსწავლე მონაწილეობდა.

მათ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილებმა და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანი, ახალგაზრდებისთვის თვითმმართველობის საქმიანობის გაცნობა და მათი მართვის პროცესში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა იყო.

დაჯილდოების შემდეგ, მოეწყო კლიპის პრეზენტაციაც. ვიდეორგოლი შეიქმნა ბავშვთა უფლებების შესახებ მოსახლეობის მეტი ინფორმირების მიზნით.

აღნიშნული აქტივობა, დასკვნითი ღონისძიება იყო ბავშვთა უფლებების იმ კვირეულისა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 20 მაისს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, კვირეულის ფარგლებში იმართებოდა საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან. შეხვედრების მიზანი იყო ცნობიერების ამღლება ბავშვთა უფლებების შესახებ.

აღნიშნული აქტოვობები დაიგეგმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვის განყოფილების ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკაშირებით.