შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს ძმებმა კაკულიებმა საზღვარი

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი ძმებმა გუგა და დავით კაკულიებმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

“ძმები კაკულიები დაკავებულები არიან, წაყენებული აქვთ ბრალი, როგორც მკვლელობის მცდელობის, ისე საზღვრის უკანონო კვეთისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით. აღნიშნულ საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის გარემობა, რაც არის დაკავშირებული როგორც მათი მხრიდან საზღვრის გადმოკვეთასთან, ასევე დანაშაულის ჩადენასთან, მათ შორის, მკვლელობის მცდელობის, გამოკვლეული იქნება საქმის ფარგლებში. სწორედ გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს მათ საზღვარი. ფაქტია ის, რომ ეს ხალხი დაკავებულია. ბრალი წაყენებული აქვთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის და ამ კონკრეტულ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,- განაცხადა დარახველიძემ.

რაც შეეხება დასმულ შეკითხვას ქვეყანაში ზოგადად კრიმინალის მატებაზე, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, ციფრების მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში დანაშაულის კლება ფიქსირდება და გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი.

“რაოდენობრივად იმაზე მეტი დანაშაულია გახსნილი,რაც წინა წლებში იხსნებოდა და შესაბამისი პირები მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში”, - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა