გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად კომპანია „მეტრო სითის” თანამშრომლები და ახლობლები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ

გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად კომპანია „მეტრო სითის” თანამშრომლები და ახლობლები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ

ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად კომპანია „მეტრო სითის” თანამშრომლები და ახლობლები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, გალიფ ოზთურქის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

„კომპანია „მეტრო სითის“ დამფუძნებელის მიმართ აგორებულია დაუჯერებელი და მიუღებელი ბრალდება და მალე გავიგებთ სიმართლეს. ეს ბრალდება რასაც ვისმენთ, ძალიან აღსაშფოთებელია, გამორიცხულია ბატონო გალიფის პიროვნებას - ვინც კარგად იცნობს, არ დაიჯერებს. ბრალდება აბსურდულია”,-აცხადებენ შეკრებილები.