რომან გოცირიძე - ერთი განცხადება მაინც რატომ არაა „ოცნების“ მეგობარი ევროპარლამენტის წევრის? - თუ უარი გვითხრეს, ეს პირდაპირ სიგნალი იქნება, რომ ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანა არ გაიხარებს

ერთი განცხადება მაინც რატომ არაა „ქართული ოცნების“ მეგობარი ან ალიანსში მყოფი ევროპარლამენტის წევრის? - ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს წარმატებული, ძალიან ძნელია მათი ლობირება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, თუ ევროპარლამენტში „დერეფანში მოსიარულეების“ უფრო სჯერათ, ვიდრე „ქართული ოცნების“, მაშინ მათაც დაიქირაონ ლობისტები.

„დადის ოპოზიცია და აბეზღებსო, სალომე სამადაშვილმა რაღაც თქვაო, რაღაც თითიდან გამოწოვილი არგუმენტები მოჰყავთ, რომელიც ტყუილია. ვიღაც დერეფნებში დადისო, თუ დერეფნებში დადის და მისი უფრო სჯერათ და მთავრობის არ სჯერათ და მისი არაფორმალური მმართველის, რომელსაც 5 თუ 6 მილიარდი აქვს, ერთი ლობისტი დაიქირაონ იმ დერეფანში. დერეფანში სიარულს ლობისტი ჰქვია, სად არიან მათი ლობისტები? მაგრამ როგორ უნდა ლობირებდე ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი არ აქვს წარმატებული, ძალიან ძნელია ლობირება. ერთი განცხადება მაინც რატომ არაა მათი მეგობარი ან ალიანსში მყოფი, პარტიის კი არა, ევროპარლამენტის წევრის?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, ეს ნიშნავს, რომ „ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანა არ გაიხარებს“.

„თუ ჩვენ უარი გვითხრეს ეს პირდაპირ სიგნალი იქნება, რომ ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანა არ გაიხარებს, მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რომ არ დაისჯება ქვეყანა ხელისუფლების გამო. თანაც კანდიდატად მიღებიდან გაწევრიანებამდე არის მრავალი წელი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა