მარნეულს, აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი ესტუმრა

მარნეულს, აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მარნეულის მერის კენან ომაროვის ინიციატივით და მხარდაჭერით, მარნეულის კულტურის ცენტრში, აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი წარდგა მაყურებელთა წინაშე და ითამაშა სპექტაკლი „მუსიე ჟორდანი და დერვიშ მასტალი შაჰი".

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობები ჩვენს მუნიციპალიტეტში, რათა მარნეულელ ახალგაზრდებს ადგილზე ჰქონდეთ კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებზე მეტი წვდომის შესაძლებლობა", - განაცხადა მარნეულის მერმა კენან ომაროვმა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი საქართველოში თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების ფესტივალის „თაობა" ფარგლებში იმყოფება. მარნეულს 4 ივნისს, აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი სპექტაკლით „ფიროსმანი" ეწვევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა