ბორჯომის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხი შეისწავლეს.

ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამა ანდრიასთან ერთად სოფელ ყვიბისში ათანასე ათონელის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

„ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია. სოფელ ყვიბისში ე.წ დარბაიძეების, შუბითიძეების, ხაჩიძეებისა და ციცქიშვილების უბანში, გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე მოეწყობა 400 მეტრზე სანიაღვრე არხი. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 459 001 ლარია გამოყოფილი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში, მოედანზე დაიგო ქვაფენილი, მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე. კოსტავას სახელობის პატარა პარკში მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაცია. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე, არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარეგანათების ლამპიონები და წყლის ბიუვეტი. სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 მილიონ 200 ათასი ლარით ფინანსდება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სილამაზის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებული ხის მასალის ამოცვლა და სავალ ნაწილის მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით“, - ნათქვამია ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა