ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მისი მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე საზედამხედველო ჯგუფს (შპს „ზაისი და კომპანია“), ინდმეწარმეებს და შპს-ების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ლენტეხის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
„მიეცათ მითითება პროექტებზე ტექნიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, პროექტების ვადებისა და შესასრულებელი სამუშაოების ხარისხზე. მერის თქმით, სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლი გახდება უფრო ეფექტური და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობებისა და ვადების შეუსრულებლობაზე, დაიცვან კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა და იმოქმედონ მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამ მიზნით ხორციელდება სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.