ბაქოდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

ბაქოდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა, რომელსაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 100-მდე მგზავრი ჩამოყვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ავიაკომპანია "აზერბაიჯან ეარლაინსის" პირველ მგზავრებს აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ.

„პანდემიის შემდეგ ბაქო-ბათუმს შორის ეს პირველი რეისია. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი სამჯერ შესრულდება, რაც რეგიონში აზერბაიჯანელი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

აზერბაიჯანელ ტურისტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და აზერბაიჯანის კონსული პარვიზ ისმაილზადა დახვდნენ.

მიმდინარე წელს, ბათუმის აეროპორტში ფრენების რაოდენობის მზარდი დინამიკაა. არსებული მონაცემებით, ბათუმის მიმართულებით ფრენები 5-მა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო : Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. მათ შორის ავიაკომპანიებმა Airbaltic და Uzbekistan Airways ფრენები წელს პირველად რიგადან და ტაშკენტიდან შეასრულა.

ივნისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით 300-მდე ფრენაა 12 ქვეყნიდან დაგეგმილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე