ონის სამუსიკო სკოლა დროებით მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გამოყოფილ ფართში განთავსდება

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის შენობა ამორტიზირებულია და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

მისი თქმით, შენობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ააიპ ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა დროებით განტავსდეს ააიპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გამოყოფილ სივრცეში.

,,დავიწყეთ სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლის დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება სამუსიკო სკოლის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ოპერირება“, -აცხადებს ენუქიძე.

დეპუტატმა შენობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს