მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - თუ ექსპერტიზა ჩატარებული იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ბუნებრივია, ჩვენ ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას მივიღებთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამის შესახებ მან კლინიკა "ვივამედში" მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სამწუხაროდ, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად უარესდება. რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას, თავის დროზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მივმართეთ ჯერ კიდევ, როდესაც ასეთი სახელწოდებით არსებობდა საგამოძიებო სამსახური და სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვეთ, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, კომისიური ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება. არ ვიცით ამის შემდეგ რა მოქმედებები განახორციელა საგამოძიებო სამსახურმა. რეალურად, ეს ექსპერტიზები უნდა უკავშირდებოდეს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის და გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას, მაგრამ ცხადია, ვიაზრებთ იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მთელი ინსტიტუტი გააუქმეს ზუსტად იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა. გააუქმეს ზუსტად იმიტომ, რომ მან დაადგინა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების არაერთხელ დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, ჩვენ სათანადო დასკვნები ამ ყველაფრიდან გამოგვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა ჩატარებული იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ბუნებრივია, ჩვენ ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენ გამოძიებას კითხვების ფორმულირებები შევთავაზეთ, რაც მიზანშეწონილად მიგვაჩნდა დამატებით მათ მიერ განხილულ კითხვებზე და მოვითხოვეთ პარიტეტის საფუძველზე ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტება. თუ ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე კითხვის ნიშანი იარსებებს სანდოობასთან დაკავშირებით, ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ ექნება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოქმედებები და რა პოზიციას დაიკავებენ. ჩვენ ნებისმიერ მოქმედებაში, სადაც დაცული იქნება სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპები, მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ",-განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის, კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დამატებითი ექსპერტიზა ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაინიშნა.

როგორც კაციტაძე განმარტავს, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება.

კითხვაზე, ხომ არ არის აღნიშნული ექსპერტიზები დაგვიანებული, კაციტაძე პასუხობს, რომ გამოძიებას ყველა საჭირო მასალა აქვს, რომლის საფუძველზეც ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა