ემანუელ მაკრონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრით მან „ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა" დაუშვა და ახლა იზოლირებულია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრით მან „ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა" დაუშვა და ახლა იზოლირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

"მე ვფიქრობ და მას ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის, საკუთარი თავისთვის და ისტორიისთვის", - განაცხადა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას.

ამასთან, მაკრონმა მალე, კიევში ვიზიტი არ გამორიცხა.

მედიის ცნობით, საფრანგეთის ლიდერს გაცილებით მეტი კომუნიკაცია ჰქონდა პუტინთან მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, ვიდრე მისი დასავლელი კოლეგების უმეტესობას. ბოლო სატელეფონო საუბარი გასულ კვირას იყო სამმხრივი, მაკრონს, პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს