ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიზანია, რომ რამენაირად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდეს, არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა გავლილი აქვს, ოპოზიცია ამას არ კადრულობს

„ოპოზიცია ამას აკეთებს იმიტომ, რომ პირველ რიგში იყენებს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის, ანუ მათი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ იქნებ რამენაირად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდეს, ან რაიმე შეფერხება მოხდეს, რომ შიდა პოლიტიკური არეულობისათვის და ხელისუფლების საწინააღმდეგო ტალღის ასაგორებლად გამოიყენონ. ეს არის მათი რეალური მიზანი“,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მზად არის აკეთოს ისეთი განცხადებები, რომელიც დააზიანებს ქვეყანის ინტერესს.

,,ისინი მზად არიან ამ მიზნისათვის სწორედ ასეთი განცხადებები აკეთონ. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, როდესაც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია ლაპარაკობს ასეთი ნარატივით. არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის, ოპოზიცია ამას არ კადრულობს, რადგან კარგად ესმით, რომ ერთია, შიდა პოლიტიკური მიზნები და მეორეა- საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები,’’ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია