საბერძნეთის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

თურქეთმა საბერძნეთის ელჩი, ქრისტოდულოს ლაზარისი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩი მას შემდეგ დაიბარეს, რაც საბერძნეთის ხელისუფლებამ თურქეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს ათენში, თურქეთის საელჩოსთან დემონსტრაციის გამართვის ნებართვა მისცა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ანკარა, რომელმაც საბერძნეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა, საბერძნეთთან მოლაპარაკებებს აჩერებდა. საბერძნეთმა და თურქეთმა სადავო საკითხების გადასაჭრელად მოლაპარაკებები ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გასულ წელს განაახლეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება