უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას გააგრძელებს, მსოფლიოს სურსათის კრიტიკული დეფიციტი ემუქრება

თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას გააგრძელებს, მსოფლიოს სურსათის კრიტიკული დეფიციტი ემუქრება, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ეძებენ გზებს ქვეყნიდან 22 მილიონი ტონა მარცვლეულის გასატანად მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი დაიპყრო.

კუბრიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი ახლა აკონტროლებს ძირითად სატრანსპორტო მარშრუტებს შავ ზღვაში, ბლოკავს უკრაინულ ტვირთებს და საფრთხეს უქმნის ათობით მილიონ ადამიანს, რომლებიც უკრაინის მარცვლეულზე არიან დამოკიდებულები.

„რუსებს არ აინტერესებთ ხალხის სიცოცხლე აფრიკაში. ისინი ეუბნებიან მათ: „ჩვენ არ ვზრუნავთ თქვენზე. ჩვენ მხოლოდ სანქციები გვაწუხებს ჩვენს წინააღმდეგ. ახლა თქვენ მძევლები ხართ“, -განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს