„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ გორსა და ბორჯომში, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კონფერენციები გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ გორსა და ბორჯომში, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კონფერენციები გამართა.

პარტიის ინფორმაციი, ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო, ასევე შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელები და შემადგენლობა წარადგინა.

გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, ეკონომიკისა და დასაქმების, რეგიონული პოლიტიკისა და კულტურის მიმართულებით.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ხათუნა კვიციანი და ეკა სეფაშვილი. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია ხვალ თელავში გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს