მედია - სერბეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო, ერთადერთი საჰაერო მარშრუტი დახურეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, სერბეთის ზოგიერთმა მეზობელმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე დახურა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო.

"სერბეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა დაკეტეს ერთადერთი საჰაერო მარშრუტი სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო. რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკებები უნდა გაემართა ბელგრადში, ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა კი დაკეტეს საჰაერო სივრცე," - განაცხადა ზახაროვამ იტალიის ტელევიზიის La7-ის ეთერში.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ელჩმა ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვამ განაცხადა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავებისთვის საჰაერო დერეფნის უზრუნველყოფაზე.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ არ დაუშვა თვითმფრინავს, რომლის ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფებოდა და რომელიც სერბეთისკენ უნდა გამგზავრებულიყო, მათი ქვეყნის საჰაერო სივრცე გაევლო“, - აღნიშნა ელჩმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს