ფოთის მერიის დაფინანსებით, საერთაშორისო პლენერი „პალიტრა ფოთი 2022“ მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო პლენერს „პალიტრა ფოთი 2022“ მასპინძლობს.

ფოთის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პლენერი სამხატვრო სასწავლებელში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პლენერის მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ათი დღის განმავლობაში შექმნიან 20-მდე ფერწერულ ტილოს, რომელიც ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში განთავსდება.

„პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს აქვთ საშუალება უცხოელ კოლეგებთან ერთად იმუშაონ, გაიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და ასევე, გაეცნონ თანამედროვე მხატვრობაში არსებულ ტენდენციებს.

საერთაშორისო პლენერი „პალიტრა ფოთი 2022“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს