წალენჯიხის ვიცე-მერი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხილვის 1 დღით დაგვიანების მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა

წალენჯიხის ვიცე-მერი, ლაშა ზარქუა თანამდებობიდან გადადგა. ყოფილი ვიცე-მერი მიზეზად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსაზღვრულ ვადებში განხილვის დაგვიანებას ასახელებს. მისი თქმით, როგორც კომისიის თავმჯდომარე ირიბად თუ პირდაპირ პასუხისმგებელი იყო აღნიშნული პროგრამის ვადებში განხილვაზე, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობა დაეტოვებინა.

„მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იყო ვადები, ობიექტური მიზეზების გამო ამ ვადებში ვერ ჩავეტიეთ, რის გამოც საფრთხე შეექმნა ამ პროგრამის განხორციელებას.

მუნიციპალიტეტს 3 თვის განმავლობაში ბიუჯეტი არ ჰქონდა, საკრებულო ნორმალურად ვერ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, ეს აისახა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების გამართულ მუშაობაზე. ვადებში ვერ ჩავეტიეთ, 1 დღით დავაგვიანეთ.

მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება და ვადები გადაიწია, შესაბამისად, თანხებს მიიღებს რაიონი. განხორციელდება ყველა დაგეგმილი პროექტი. მიუხედავად ამისა მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ირიბად თუ პირდაპირ პასუხისმგებელი ვიყავი ვადებზე და პროექტზეც, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ლაშა ზარქუამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო