„ნაციონალური მოძრაობის” წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმის ძველ ნაგავსაყრელზე კატასტროფული მდგომარეობაა, ხოლო ახალი ნაგავსაყრელი ტექნიკურად გაუმართავია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმის ძველ ნაგავსაყრელზე კატასტროფული მდგომარეობაა, ხოლო ახალი ნაგავსაყრელი ტექნიკურად გაუმართავია. როგორც რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბათუმის საკრებულოს შეკრებისკენ და ქალაქის მერს არჩილ ჩიქოვანს სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. მისი თქმით, ბათუმის მერიაში კორუფციაა და ქალაქის მერმა კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„სად არის ახალი ნაგავსაყრელი და რა ბედი ელოდება ძველ ნაგავსაყრელს, სადაც კატასტროფული მდგომარეობა. 2015 წლიდან ნაგავსაყრელის საკითხი ჩიხშია შესული, 5 მილიონი ლარი, ბათუმის ნაგავსაყრელისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ მოიპარა.

2019 წელს ხელისუფლება ნაგავსაყრელის გახსნას გვპირდებოდა, ახლა 2022 წელია და დღესაც ნაგავსაყრელი არ არის ფუნქციური. სპეციალისტები ამბობენ, რომ ადგილზე ტექნიკური პრობლემებია, 7 მილიონი ლარი სესხი პრაქტიკულად გადაყრილია“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა