პროექტ Mama Bono-ს ფარგლებში ქალების გასაძლიერებლად კითხვარების შევსება დაიწყო

საქართველოში, ქალების გასაძლიერებლად შექმნილი პროექტის Mama Bono-ს ფარგლებში სპეციალური კითხვარების შევსება დაიწყო. ეს გახლავთ კითხვარი, რომელიც დეკრეტში მყოფი ქალებისა და ახალბედა დედების საჭიროებებს დააფიქსირებს და თვალსაჩინოს გახდის. პროექტის Mama Bono-ს განხორციელება პარტნიორი იაპონური ორგანიზაციის გამოცდილების საფუძველზე, ემბისი-მ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ერთობლივად დაიწყეს.

საქართველოში პროექტის უშუალო ინიციატორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისია-ია. როგორც კომპანიის CR & PR მენეჯერი, მარკეტერი თამთა ასლანიშვილი განმარტავს, პროექტი „დედები დედებისთვის“ კონცეფციის მატარებელია და ის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ქალებს, დედებს, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურებს დაუბრუნდნენ და ეკონომიკურად აქტიურები გახდნენ. ზოგადად, ქალებისთვის აქტიური ეკონომიკური საქმიანობა დიდი გამოწვევაა. დეკრეტული შვებულების შემდეგ მათ ხშირად უჭირთ სამსახურში დაბრუნება, ან უბრალოდ შედარებით ადრეულ ასაკში გახდნენ დედები და შესაბამისად, ვერ მოახერხეს იმ ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება, რომელიც დასაქმებისთვის სჭირდებათ. სწორედ მათ მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად ხორციელდება პროექტი. ის ახლა შედის აქტიურ ფაზაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კითხვარი მაქსიმალურად ბევრმა დედამ შეავსოს. ამ გზით მათ საჭიროებებს დავაფიქსირებთ და სამომავლო განვითარებაზეც უფრო სწორად ვიზრუნებთ,“ - აღნიშნავს თამთა ასლანიშვილი.

კითხვარის შევსება ელექტრონულად არის შესაძლებელი. ის სულ რამდენიმე კითხვას მოიცავს.

პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპზე, შედეგებიდან გამომდინარე ბენეფიციარებისთვის ტრენინგებისა და ვორქშოფების სერია დაიგეგმება. საგანმანათლებლო ნაწილი იმ საჭიროებებზე იქნება მორგებული, რომელიც კითხვარების შევსებით გამოიკვეთება. საბოლოოდ კი ბენეფიციარები ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებში ფასიან სტაჟირებას გაივლიან და დასაქმდებიან.

პროექტი „Mama Bono“ თავდაპირველად იაპონიაში განხორციელდა. ეს არის პრო ბონო სერვისის ინოვაციური ფორმა დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედებისთვის. პროექტის ფორმატი პილოტირებულია გლობალური პრო ბონო ქსელის წევრი იაპონური ორგანიზაციის მიერ. ამჟამად ის ხორციელდება ესპანეთშიც.

კითხვარის შევსება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს