“ლელო“ ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე, ხათუნა სამნიძეზე და დავით ბერძენიშვილზე განხორციელებულ ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმას ფაქტს გმობს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ფაქტები ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული

„სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის შედეგი. მსგავსი ფაქტები ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები აზარალებს ქვეყნის სტატუსს საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის პასუხს ელოდება.

პოლიტიკური პარტია „ლელო“ გმობს ყველანაირ ძალადობას და მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება, ძალადობის დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება, ხელს უწყობს იმ გარემოს შექმნას, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს