Rosneft-ი „გალფის“ აქციონერი აღარ არის, ქართულმა მხარემ 49%-იანი წილი სრულად გამოისყიდა

„პეტროკას ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი გამოისყიდა. Rosneft-ი კომპანიაში 49%-იან წილს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა.

შესაბამისად, Rosneft-ი აღარც “გალფის” აქციონერთა რიგებში აღარაა. “პეტროკას ენერჯი გრუპი” 2010 წელს დაფუძნდა და ნავთობის საბითუმო და საცალო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში მის შემადგენლობაში შედის “გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ფოთის ნავთობტერმინალი და კომპანია “პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯია”, რომელიც საავიაციო საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.

“პეტროკასი აცხადებს ტრანზაქციის დასრულების შესახებ, რომლის შედეგადაც 2022 წლის 11 მაისიდან, კომპანიაში Rosneft-ის 49%-იანი მინორიტარული წილი “პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და CEO-მ ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა. ტრანზაქციის შედეგად, Rosneft-მა სრულად დატოვა მისი სააქციო პოზიცია “პეტროკას ენერჯი გრუპში” და შესაბამისად კომპანიის ბორდიდან მისი ორი წარმომადგენელიც გადადგა.

2014 წლის დეკემბერში “პეტროკას ენერჯი გრუპმა” და Rosneft-მა დაიწყეს პარტნიორობა, რის ფარგლებშიც Rosneft-მა კომპანიის 49%-იანი წილი შეიძინა.

2010 წელს დაფუძნებიდან, “პეტროკას ენერჯი გრუპი” ჩართულია ნავთობპროდუქტების ვაჭრობის, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციის და ლოჯისტიკის სფეროში შავი ზღვის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონებში,”- ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოქვეყნებულ განცხადებაში გარიგების ღირებულება მითითებული არაა.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს