თელავში ქუჩების დამისამართება და საინფორმაციო დაფების განთავსება მიმდინარეობს

თელავში ქუჩების დამისამართება და საინფორმაციო დაფების განთავსება მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში ქუჩების დამისამართების, სტანდარტიზაციისა და საინფორმაციო დაფების განთავსების სამუშაოები დაიწყო.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალი გადამისამართების მიხედვით დაგეგმილია თელავის 200-ზე მეტი ქუჩის და ჩიხის, ძველი სამისამართე ფირნიშების ახლით ჩანაცვლება.

„დაგეგმილია თელავში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კერამიკული საინფორმაციო დაფების განთავსება, ქალაქის 15 ლოკაციაზე სანავიგაციო მანიშნებლების მოწყობა, ხოლო 5 ლოკაციაზე საინფორმაციო ლაითბოქსების განთავსება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „len & kompani“ ასრულებს.

პროექტის სტრატეგიული მიზანია მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესება, ასევე თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.