გორის მერია პროექტს "იდეა აქციე საქმედ“ იწყებს

გორის მერია პროექტს “იდეა აქციე საქმედ“ იწყებს. გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ბენეფიციარები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები არიან.

„იდეა აქციე საქმედ“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში საზოგადოება „ბილიკი“ ახორციელებს. პროექტის ბენეფიციარები არიან 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან. პროექტი მოიცავს იდეების კონკურსს და ტრენინგებს გუნდურ მუშაობაზე, პროექტების მართვასა და ადვოკატირებაზე. დასკვნით ეტაპზე, ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი გამარჯვებული საპროექტო იდეების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, გაიმართება იდეათონის ღონისძიება, რომელშიც პროექტის ბენეფიციარებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გორის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები.

პროექტი ,,იდეა აქციე საქმედ“ მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების გააქტიურებას და მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს