დავით უსუფაშვილი - რას ნიშნავს „ჯერი ახლა ევროპაზეა“, ევროპას აქვს ჩვენთან რამე სათხოვარი, თქვენი ჭირიმე იქნებ დათანხმდეთ და შემოგვიერთდეთო?!

აროგანტობამ და წრეგადასულმა ზემოდან ყურებამ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა, პრემიერი ერთადერთი არაა, ვინც „ოცნებიდან" ასეთი თვისებებით ხასიათდება - რას ნიშნავს „ჯერი ახლა ევროპაზეა“, ევროპას აქვს ჩვენთან რამე სათხოვარი, თქვენი ჭირიმე იქნებ დათანხმდეთ და შემოგვიერთდეთო?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" ხალხის პატრიოტულ გრძნობებზე აპელირებს და თავის გასამართლებლად სხვადასხვა "ტრიუკს" მიმართავს.

„ჩვენ გვაქვს მოსაპოვებელი და სათხოვარი, რომ ევროკავშირო, დაგვინახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ თქვენთან ერთად 28- ე წევრად გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ეს თუ ისინი უნდა შეგვეხვეწონ?! "ოცნება" ათას „ტრიუკს" მიმართავს, რომ პრობლემებისგან თავი დაიძვრინოს. ქართველი ხალხის ემოციურ და პატრიოტულ გრძნობებზე აპელირებს - "რა გვაქვს ჩვენ შესახვეწი, თუ არ ვჭირდებით, ნუ მიგვიღებენ". ამან დიდად დაგვწია უკან. წინა ხელისუფლების ლიდერებსაც ეგონათ, რომ გააოცებდნენ დემოკრატიით და სხვები უნდა შეგვხვეწოდნენ. საქმეს საქმიანად მივუდგეთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა