აჭარაში ტურიზმის სექტორისთვის მასტერკლასები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის სექტორისთვის ცნობილი ტრენერების ჩართულობით მასტერკლასები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ადამიანური რესურსების მართვა, სტრატეგიული კომუნიკაციები, ემოციური ინტელექტის მართვა და ბრენდინგი სტუმარმასპინძლობის ბიზნესში - ეს ის თემებია, რომლებზეც ბათუმში მასტერკლასები მიმდინარეობს.
დღევანდელი საჯარო ლექცია ადამიანური რესურსების მართვას ეთმობა. ცნობილი ტრენერი ანდრო დგებუაძე, ადამიანური რესურსების მართვაში ჩართულ პირებს გუნდურობას, კორპორაციული კულტურასა და მოტივაციის ამაღლების თემებზე მასტერკლასს უტარებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მასტერკლასებს ორგანიზებას ტურიზმის სფეროში სერვისის ამაღლების მიზნით უწევს. მასში ანდრო დგებუაძესთან ერთად თორნიკე გურული, კახა მაღრაძე და ანდრო მეტრეველი იღებს მონაწილეობას. მასტერკლასების განრიგისა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზეა http://serviceajara.ge/ ატვირთული. მათზე დასწრება აჭარაში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























