მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კობილნიცაში იმყოფებოდა

მიმდინარე წლის მაისში, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კობილნიცაში იმყოფებოდა.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელ პიოტრ მიულერთან, კობილნიცის გმინის მერ ლეშეკ კულინსკისთან და ქალაქ სლუპსკის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჩეხეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის სხვა გმინების წარმომადგენლებთან ერთად, „კობილინცის დღეები–2022-ში” მონაწილეობა მიიღეს.
„შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და დამეგობრებულ ქალაქებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს. სექტორული კავშირების გაფართოების, სოციალურ-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით ორმხრივი მზადყოფნა გამოითქვა.
დელეგაციას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ხელმძღვანელობდა. ასევე, პოლონეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსები.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი გმინა კობილნიცასთან 2017 წლიდან მეგობრობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























