„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი ირაკლი ხომასურიძეა.

ცნობისათვის, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა სამნიძის შეფასებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს