ტერაბანკი შემოქმედებითი სასწავლო პროგრამის პარტნიორია

ტერაბანკი ახალგაზრდებს, რომლებსაც შემოქმედებითი ინდუსტრია აინტერესებთ და ამ კუთხით ცოდნის მიღება ან გაღრმავება სურთ, ორთვიანი სასწავლო პროგრამის გავლაში დაეხმარება. ინიციატივა სარეკლამო სააგენტო ვინდფორსს ეკუთვნის, ტერაბანკი კი პროექტის მთავარი პარტნიორია.

პროგრამა 3 მიმართულებას - ფოტოგრაფიას, ანიმაციასა და დიზაინს აერთიანებს. მსურველები თითოეულ მათგანს პრაქტიკული სახელოსნოების ფორმატით შეისწავლიან. მონაწილეთა ასაკი 17-21 წელია, სულ კი პროგრამისთვის 15 ახალგაზრდა შეირჩა.

ახალგაზრდების განათლების, მათი პროფესიული განვითარებისა და წარმატების ხელშეწყობა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და სასწავლო პროგრამის მხარდაჭერაცწორედ მის ფარგლებში ხორციელდება.

„ჩვენთვის მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივები, რომლებიც ახალგაზრდებისთვის ცოდნის გადაცემასა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ვფიქრობთ, ვინდფორსის წამოწყება მონაწილეებისთვის საჭირო განათლებისა და ღირებული პრაქტიკული უნარების გადაცემას შეუწყობს ხელს. ამას გარდა, დაეხმარება მათ პროფესიულ რეალიზებაში, დასაქმებასა და სამომავლო კარიერულ განვითარებაში“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

როგორც ვინდფორსში აცხადებენ, ამ წამოწყებაში ბანკის მხარდაჭერა მათთვის განსაკუთრებით ღირებულია: „ტერაბანკთან არაერთი საინტერესო და სასარგებლო ინიციატივა გვაკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პირველი საგანმანათლებლო პროგრამის, ვინდფორსის სახელოსნოების განხორციელებაშიც მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა", - აღნიშნავენ ვინდფორსში.

პროგრამის ფარგლებში სწავლება განსხვავებული ფორმატითა და მიდგომებით წარიმართება. იგი თეორიულ ლექციებთან ერთად, პრაქტიკულ სესიებს, დავალებებს, გასვლებსა და ვიზიტებს გააერთიანებს. პირველი ნაკადის დასრულების შემდეგ პროგრამას სხვა შემოქმედებითი სახელოსნოებიც დაემატება. სამომავლოდ კი, ვინდფორსი საგანმანათლებლო მიმართულების გაფართოებასა და პროფესიული სკოლის ჩამოყალიბებას გეგმავს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა