რამაზ საყვარელიძე - ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის საკითხზე საკონსტიტუციო ბრძოლა დიდ პრობლემებს ქმნის ევროკავშირის მიმართულებით

ხშირად არის პოლიტიკოსებშიც და "ქართულ ოცნებაშიც" ნაბიჯები, რომელსაც ვერ გაიგებ რატომ დგამენ მაშინ, როცა ეს მოუხერხებელია. ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის საკითხზე საკონსტიტუციო ბრძოლა დიდ პრობლემებს ქმნის ევროკავშირის მიმართულებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძლიერი საკანონმდებლო ძვრები თვალშისაცემი ხდება და ყურადღებას იქცევს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა შეაფასა.

მისი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობაში ბევრი რამ საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუციიდან არის გადმოსული და შეიძლება ამ შენიშვნაზე ლაპარაკი, თუმცა, როდესაც ასეთი საკითხები იმ დროს ამოტივტივდება, როცა ერთმანეთის მიმართ გარკვეული პრეტენზიები ჩნდება - ეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის ფრაგმენტად შეიძლება იყოს აღქმული.

„სავარაუდოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს მთავრობის სარჩელს და გადაწყვეტს ისე, რომ სამომავლოდ პრეზიდენტს შეუმცირდეს საშუალებები, რომ გავლენა მოახდინოს ელჩების დანიშვნაზე. ეს ბევრი რამის შედეგი შეიძლება იყოს. კერძოდ, ჩვენს კანონმდებლობაში ბევრი რამ გადმოსულია საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუციიდან, კანონმდებლობიდან და ამ შემთხვევაში შეიძლება ამ შენიშვნაზე ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ასეთი საკითხები ამოტივტივდება იმ დროს, როცა გარკვეული პრეტენზიები ჩნდება ერთმანეთის მიმართ - ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ობიექტურად არსებული შეუსაბამოებები იმისთვის გაახსენდათ, რომ პრეზიდენტის მოქმედების არეალი შეამცირონ და მაშინ ეს ინიციატივა შიდა პოლიტიკური ბრძოლის ფრაგმენტად შეიძლება იყოს აღქმული. ისიც არის, რომ კანონმდებლობა არ არის ამ წყობის ადეკვატური, მაგრამ ისიც არის, რომ ამ ნაბიჯებს პოლიტიკური მოტივაციაც უდევს საფუძვლად, რაზეც მიგვითითებს ის მომენტი, როცა ინიციატივას ავლენენ "ოცნების" წევრები.

ეს საკითხი არამგონია ევროკავშირის პასუხთან იყოს მიბმული, მაგრამ ანალოგიური საკითხები ხშირად ჩნდება ხოლმე. ხშირად არის პოლიტიკოსებშიც და "ქართულ ოცნებაშიც" ნაბიჯები, რომელსაც ვერ გაიგებ რატომ დგამენ მაშინ, როცა ეს მოუხერხებელია. ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის საკითხზე საკონსტიტუციო ბრძოლა დიდ პრობლემებს ქმნის ევროკავშირის მიმართულებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძლიერი საკანონმდებლო ძვრები თვალშისაცემი ხდება და ყურადღებას იქცევს. "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს საქართველო და ამაზე თვალის დახუჭვა ძნელია. ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს შიდა პროცესების თემას არ განიხილავს, ეს თემები არ მოდის წინა პლანზე, როცა ამ ქვეყნების მიღებაზე არის ლაპარაკი. წინა პლანზეა საერთაშორისო მდგომარეობა, კერძოდ, რუსეთის არსებული ან მოსალოდნელი საფრთხე. შესაბამისად, ამ ფონზე პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო უფლების შეზღუდვა, რომ ჩაითვალოს იმის ჩანაფიქრად, რომ ამით ევროპას უარს ვათქმევინებთ საქართველოზეო - ეს ვერსია არ მეჩვენება დამაჯერებლად“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს