თორნიკე რიჟვაძე - დღეს საქართველო უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ გზას გადის - გზას ევროპისკენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში წლის ანგარიშის წარდგენა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე ქვეყანა კომპლექსური რეფორმების განხორციელებას კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით განაგრძობს.
„დღეს საქართველო უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ გზას გადის - გზას ევროპისკენ. საქართველო ევროპული სტანდარტების, ფასეულობების ერთგულია.
მთელი რიგი მიმართულებით პროგრესი გვაქვს. მთავრობის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, რეფორმები, ბიზნესის კეთების მიმართულებით. ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც ვალდებულებად გვქონდა აღებული.
არაერთი სირთულის მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას აგრძელებს და ჩვენი ქვეყნის პროგრესში აჭარას თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

























