აჭარის უმაღლეს საბჭოში, თორნიკე რიჟვაძის მიერ ანგარიშის წარდგენას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში, მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ანგარიშის წარდგენას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა.

ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა, თორნიკე რიჟვაძეს ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე შეახსენა და მან მომხდარში თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, დავით რიჟვაძე დაადანაშაულა. ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თორნიკე რიჟვაძე თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან კავშირში დაადანაშაულეს. ამასთან, რიჟვაძესთან ოპოზიციის წევრებს რეგიონში მიმდინარე და განუხორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ.

თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის წევრებს კორექტულად საუბრისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მორიგ შოუს დგამს. როგორც მათ აღნიშნეს, წინა ხელისუფლების დროს დეპუტატებს სცემდნენ და "ნასამართლევი, ყაჩაღები ოპოზიციის რიგებში არიან“.

ცნობისთვის, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას მთავარ პრიორიტეტად ტურიზმი დაასახელა. მან ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აჭარის რეგიონში შეჩერებული პროექტი არ არსებობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა