თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სპორტი და სპორტული ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპით ვითარდება, გვაქვს დიდი მიღწევები სპორტის თითქმის ყველა სახეობაში

აჭარაში სპორტი და სპორტული ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპით ვითარდება. დიდი მიღწევები გვაქვს სპორტის თითქმის ყველა სახეობაში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.

„მოგეხსენებათ, ბათუმის დინამო გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სარაგბო კლუბი ბათუმი საქართველოს ჩემპიონია, დიდი მიღწევები აქვთ ჩვენს კალათბურთელებს, ფრენბურთელებს, ძალოსნებს, ასევე ინდივიდუალური და გუნდური სპორტის სახეობის წარმომადგენლებს, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარაში ბოლო 4 წელში 300 მლნ ლარის ღირებულების სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

კერძოდ, აშენდა ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 2023 წელს, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს; დასრულდა ბათუმის სპორტული კომპლექსი მშენებლობა; დასკვნით ეტაპზეა ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა; აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სტადიონების, რაგბის მოედნების მშენებლობა; შუახევში FIFA-ს სტანდარტის საფეხბურთო სტადიონი აშენდება; პროექტი გათვლილია 500 მაყურებელზე. მოეწყო 100 სპორტული მოედანი; ხულოში სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო; ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება; შუახევსა და ქობულეთში რაგბის მოედნები აშენდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო