თორნიკე რიჟვაძე ელგუჯა ბაგრატიონს - ნასამართლევი ხართ ჯგუფური ძარცვისთვის, ავტომობილის გატაცებისთვის და ყაჩაღობისთვის, თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის ანგარიშით წარდგა. მოხსენების დასრულების შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
„ბატონო ელგუჯა, თქვენ და თქვენს კოლეგებს მინდა გითხრათ, რომ აქ რომ შემობრძანდით, ეს თქვენს თავმოყვარეობაზეა. მორალს და სენტენციებს მიკითხავთ, ყოველდღიურად ახსენებთ ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის მამაჩემს. თქვენც საჯარო პირი ხართ, თქვენი ოჯახის წევრები მიხსენებია ოდესმე? 1999 წელს ნასამართლევი ხართ ჯგუფური ძარცვისთვის, ავტომობილის გატაცებისთვის და ყაჩაღობისთვის. თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ“, - ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელგუჯა ბაგრატიონის შეკითხვას.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

























