გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ ფარგლებში საინიციატივო წინადადებების მიღება დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ ფარგლებში საინიციატივო წინადადებების მიღება დაიწყო.
გორის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი აღნიშნული პროგრამით მოსახლეობას მათივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის პრიორიტეტულ პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
მათივე ცნობით, პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს მოსახლეობასა და თვითმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს.
„მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი. თანხა 28 ტერიტორიულ ზონაზე თანაბრად გადანაწილდება.
საინიციატივო წინადადებების მიღება 1-ლი ივნისიდან 29 ივლისამდე გაგრძელდება.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 16 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მათთვის პრიორიტეტული ინიციატივები წარადგინონ.
წინადადების წარსადგენად აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება https://bit.ly/3GGW698. მოქალაქეებს შევსებული ფორმის დარეგისტრირება გორის მერიის შენობაში (გრიგოლ ფერაძის №5) ან ელ-ფოსტის საშუალებითაც შეუძლიათ.
ელ-ფოსტის მისამართი: samokalakobiujeti.gori@gmail.com, საკონტაქტო ნომერი - 592 00 15 66
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამას გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო ახორციელებს.
პროგრამის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოს”,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























