შოთა თუთბერიძე - მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია ავიღეთ, რასაც საექსპერტო დაწესებულებას გადავცემთ, იმედი მაქვს ეს ექსპერტიზის უფრო სწრაფად ჩატარებაში დაეხმარება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის.

თუთბერიძის განმარტებით, პრობლემად რჩება უცხოელი ექსპერტების მოწვევისა და მათი ლიცენზიების საკითხი.

„გუშინ გამოთხოვილი სამედიცინო ისტორია ავიღეთ. კლინიკას ოპერატიული მუშაობისთვის მადლობას ვუხდი. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავინდებურად იგივეა, თუმცა, ამ სამედიცინო ისტორიას განახლებული ფორმით გადავცემ საექსპერტო დაწესებულებას და იმედი მაქვს, ეს მათ ექსპერტიზის უფრო სწრაფად ჩატარებაში დაეხმარება. ასევე პრობლემად რჩება ამ დრომდე უცხოელი ექსპერტების მოწვევისა და მათი ლიცენზიების გაცემის საკითხი. იმედი გვაქვს, ეს პრობლემაც მოგვარდება და საექსპერტო დაწესებულება შეძლებს, რომ ძალიან ავტორიტეტული, ძალიან კვალიფიციური უცხოელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად საქართველოში მოწვეული იყვნენ. ჩვენ ველოდებით იმას, რომ რამდენიმე პოლიტიკური ძალიდან ეცდებიან ექსპერტიზის დასკვნის დისკრედიტაციას, იმისთვის, რომ ეს მცდელობა იყოს რაც შეიძლება უსუსური, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ საქმეში კვალიფიციური ექსპერტები ჩავრთოთ და საექსპერტო დაწესებულების ინტერესიც ბუნებრივია, ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექსპერტი არის ძალიან ავტორიტეტული, ძალიან სანდო და ძალიან პატივსაცემი ადამიანი, საექსპერტო დაწესებულება ზოგჯერ თვლის და აქვს ამის უფლება, რომ სხვა სპეციალისტები მოიწვიოს, მათ შორის, უცხოეთიდან და მათ შორის, ადგილობრივი სამკურნალო დაწესებულებიდან. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ეს არის მხარის უფლება, რომ ექსპერტიზისთვის რაც შეიძლება კარგი და პროფესიონალი სპეციალისტი მოიწვიოს. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიცით, რომ პრობლემური ხდება საკითხები, რაც არასდროს ყოფილა პრობლემა ადრე სხვა თავისუფლება აღკვეთილ პირებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს ამყოფებს გაურკვეველ ტყვეობაში, რის გამოც, ყველა მსგავსი დეტალი დაცვის მხარისთვის სირთულე ხდება“, - განაცხადა თუთბერიძემ.

რაც შეეხება სასამართლოს ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებაში პროცესის ჩატარებას, როგორც თუთბერიძე აცხადებს, ამას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა პატიმრის ტრანსპორტირების პრობლემაა და არა ჯანმრთელობის.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოცხადება და აქედან თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრანსპორტირება კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის ზოგადად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, რომ მისი ჯანმრთლეობის მგდომარეობის გამო ვერ ახერხებს პროცესებში მონაწილეობის მიღებას. გასვლით სხდომას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, როცა ტრანსპორტირება არის პრობლემა და არა ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოცემულ შემთვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძირითადი სირთულე და არა მისი ტრანსპორტირება. შესაბამისად, გასვლით სხდომის ჩატარებაში მე პირადად აზრს ვერ ვხედავ“, - განაცხადა თუთბერიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან მისი მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის შესვლის მოთხოვნას, როგორც ადვოკატი განმარტავს, აღნიშნული „მოთხოვნა არაერთხელაა გაგზავნილი, თუმცა, დღემდე პასუხი არ მიუღიათ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა