30.06.2025 / 09:10
აქციის „ერთად ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა კარლ ჰარცელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ხელმოწერილი, ევროკავშირის დროშა გადასცეს

აქციის „ერთად ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა ევროკავშირის საელჩოში საქართველოს მოქალაქეების მიერ ხელმოწერილი, ევროკავშირის დროშა მიიტანეს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადასცეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო სვანიძის ინფორმაციით, მოქალაქეებმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია.

„5 ივნისს, კვირას გაიმართა აქცია და რესპუბლიკის მოედანზე გამოიფინა ევროკავშირის უზარმაზარი დროშა, რომელზეც მოქალაქეებმა მოაწერეს ხელი და დაადასტურეს, რომ ევროკავშირი არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. შევუთანხმდით ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს და ჩვენი, მოქალაქეების სახელით გადავცემთ ამ დროშას, რომელიც წავა ბრიუსელში”, - აღნიშნა ნინო სვანიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე