სალომე სამადაშვილი - მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, სწორი ნაბიჯი იქნება, პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება

მას შემდეგ, რაც ხვალ ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება, პრეზიდენტმა გაითვალისწინოს მათ შორის, სახალხო დამცველის მიმართვა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაამარტივებს ჩვენს ამოცანას, რაც შეეხება ევროპულ დღის წესრიგს, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის წინადადებას პრეზიდენტის მიმართ, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა ამ საკითხზე მმართველი გუნდის პოზიციას და აღნიშნა, რომ მას აქვს ომი გამოცხადებული ყველას წინააღმდეგ, ვინც მისგან დისტანცირებას ცდილობს.

"ქართულ ოცნებას" გამოცხადებული აქვს ომი ყველას წინააღმდეგ, ვინც უპირობოდ არ მონაწილეობს იმ მცდელობაში, რაც არის "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური ძალაუფლების უზურპაცია. მაშინ, როცა ევროპარლამენტში მსჯელობა არის იმაზე, დაწესდეს თუ არა ივანიშვილისთვის სანქციები, "ქართული ოცნება" ყველაფერს ეცდება იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრონტი გახსნას იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დისტანცირება მოახდინოს მათი პოლიტიკური პროექტიდან, გამონაკლისი არც სალომე ზურაბიშვილია,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა