გოჩა ენუქიძის განცხადებით, სოფელ ლაგვანთაში, მდინარე  საკაურას ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგვანთაში გოჩა ენუქიძემ 2020 წლის ძლიერი სტიქიის შედეგად მდინარე საკაურაზე დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა. აღნიშნულ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დეპუტატის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა.

„პროექტის სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99“ ასრულებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულებად 387 551 ლარია განსაზღვრული.

მდინარე საკაურაზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ივლისის თვეშია დაგეგმილი“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა